logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, სრულიად საქართველოს, ჩვენ საზოგადოებას
- +

2 ოქტომბერი. 2021. 20:20

 

„მე ვულოცავ კახა კალაძეს, ვულოცავ ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„ჩვენს პარტიას ვულოცავ, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დღევანდელი გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, სრულიად საქართველოს, ჩვენ საზოგადოებას. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს. ასევე მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს, დავასრულეთ პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან მეგობრებო, ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების და სტაბილურობის ხანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი