logo_geo
კახა კალაძე: ძალიან დიდი მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის
- +

2 ოქტომბერი. 2021. 20:21

 

 

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განცხადა.

 

„როგორც ვამბობდი მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას. დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემდეგი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი