logo_geo
ირაკლი კობახიძე: ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა წინსვლის, განვითარების, მშვიდობის და სტაბილურობის სასარგებლოდ
- +

2 ოქტომბერი. 2021. 21:19

 

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებში მიღებული შედეგით კმაყოფილია.

 

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, საუბარი გაყალბებაზე იყო სრული სიყალბე.

 

„პირველ რიგში, მივულოცავ ამ გამარჯვებას სრულიად საზოგადოებას, ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის იმათაც, ვინც შეიძლება, განსხვავებული არჩევანი გააკეთა დღეს, გამომდინარე იქედან, რომ ეს გამარჯვება არის რეალურად ყველას გამარჯვება. ეს არის საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება. ამაზე ძალიან მყარად შეიძლება საუბარი.

 

ჩვენ ვიცით, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი იყვნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არეულობით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო საბოლოო ჯამში დამოკიდებული არჩევნებზე. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არის ძალიან მყარი, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, საუბარი გაყალბებაზე და ა.შ. ყველაფერი ეს იყო სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა ქართულ საზოგადოებას. ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა თავისი არჩევანი სწორედ წინსვლის, განვითარების, მშვიდობის და სტაბილურობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი