logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა კომპანია „გორბის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებს
- +

3 ოქტომბერი. 2021. 01:43

 

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა. საუბარია საარჩევნო ოქმებზე, რომელიც მისი თქმით, შესაბამის ვებპორტალზეა განთავსებული.

 

„ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედეგები. ამ დროისთვის დათვლილია 544 უბანი, ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა და შედეგები არის შემდეგნაირი: „ქართული ოცნება“ - 52,54%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 29,45%, პარტია „საქართველოსთვის“ - 5,71%, სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგები. ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტელეკომპანია „იმედისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი