logo_geo
კახა კალაძე: სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის
- +

6 ოქტომბერი. 2021. 10:15

 

 

„მინდა მადლობით დავიწყო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში“, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. დედაქალაქის მოქმედი მერის თქმით, არჩევნების მეორე ტური ტრაგედია არ არის.

 

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული და მაქსიმალურად მხარს გვიჭერდა და ჰქონდა სურვილი, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ გველოდება მეორე ტური, ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამ ადამიანს“, - განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. ამ თანამდებობისთვის კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“) იბრძვიან.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი