logo_geo
ლიეტუვის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: თქვენს გვერდით ვდგავართ ამ მწუხარებაში
- +

10 ოქტომბერი. 2021. 10:06

 

 

 

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

 

„საქართველო გლოვობს ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას ამ მწუხარებაში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

ზღვისპირა ქალაქში სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი მკურნალობას აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

 

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

 

 

 

big_banner
არქივი