logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განვიხილეთ, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისა და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის
- +

10 ოქტომბერი. 2021. 18:01

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა განიხილეს, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის.

 

„სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი