logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი, ჩვენ უკვე შევქმენით მედიაციის წარმატებული პრეცედენტი, როდესაც ჩემი უშუალო ძალისხმევით და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეთანხმებით, მივაღწიეთ წარმატებას
- +

11 ოქტომბერი. 2021. 15:13

 

 

სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივაა, დავიწყოთ რეგიონში თანამშრომლობა და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ 3 ქვეყანა დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში საქართველოს და ჩვენ გვაკისრია დიდი როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან.

 

„ჩვენ უკვე შევქმენით მედიაციის წარმატებული პრეცედენტი ივნისში, როდესაც ჩემი უშუალო ძალისხმევით და ბუნებრივია, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეთანხმებით, მივაღწიეთ წარმატებას, რაც გულისხმობდა პატიმრების გათავისუფლებას და ასევე რუკების გადაცემას აზერბაიჯანისთვის. ამ მიმართულებით მე ძალიან ვაქტიურობ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სწორედ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონის ჭრილში, რეგიონის ფორმატში და საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი