logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური
- +

14 ოქტომბერი. 2021. 13:56

 

„მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს არჩევნების მეორე ტური, ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.

 

„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი