logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი შერიგებაზე: ჩვენი სურვილიცაა, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე
- +

14 ოქტომბერი. 2021. 14:12

 

„ჩვენი სურვილიცაა, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, ეს მხოლოდ გამიხარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საერთო შერიგების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის დაკავებით მათ ქვეყანას დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდეს.

 

„პატიმარი სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, პროვოკაცია, მათ შორის მძიმე მკვლელობების განხორციელება, რა თქმა უნდა, თუ ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ქვეყანასა და ჩვენს მოსახლეობას ავარიდეთ.

 

რაც შეეხება მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილია. ჩვენი სურვილიცაა, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და მართლაც, გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. თუ ეს მოხდება, ეს მხოლოდ გამიხარდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი