logo_geo
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით ჩვენ საბოლოოდ მივიყვანთ გამარჯვებას
- +

17 ოქტომბერი. 2021. 22:03

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

 

„დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით ჩვენ საბოლოოდ მივიყვანთ გამარჯვებას.

მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, განსაკუთრებით თბილისელებისთვის, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ძალიან კარგად ხედავს, რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე გულწრფელად ვამბობ, არ ვტრაბახობ არაფერს. ამის თქმის საშულებას მაძლევს გაკეთებული საქმეები, ის განხორციელებული პროექტები, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ძალა, ვისაც ექნება თბილისელების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა იხილონ.

 

არჩევანი არის ძალიან მარტივი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ სიბნელესა და სინათლეს შორის. მეორე მხარეს არის ბოროტება, სიძულვილი, თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, შესაბამისად, ძალიან მარტივია არჩევანი გავაკეთოთ.

 

დღეს, რაც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და აღმშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner big_banner
არქივი