logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც აქამდე ვიმყოფებოდით!
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:07



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველო პატრიოტების" სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკური ბერკეტი უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად და საქართველო მიმზიდველ ქვეყანად აქციოს. ამის შემდეგ კი, უნდა დაათბოს ურთიერთობა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან.


„ყველა სიტყვა, რომელიც ვთქვი ჩემი გამოსვლისას, ეხებოდა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს პირველ რიგში. ჩვენ დღეს გაგვაჩნია ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ბერკეტი და ჩვენი ქვეყანა უნდა ვაქციოთ მიმზიდველ ქვეყნად, მათ შორის უნდა ვეცადოთ, რომ დავათბოთ ურთიერთობა. ამ ურთიერთობის დათბობას საკანონმდებლო ცვლილება დასჭირდება თუ უფრო მეტი დაახლოება ადამიანებს შორის, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც ჩვენ არ შეგვიძლია, ეს არის ის, რომ ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით.

 

ჩვენ გვაქვს არაერთი ძალიან საინტერესო ინიციატივა, რათა აღვადგინოთ ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისკენ და არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებისკენ. ხელისუფლება ვერ შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომლებსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დგამს.

 

მე მხედველობაში მაქვს ის ხელშეკრულებები, რაც ბოლო პერიოდში გაფორმდა. სამწუხაროდ, გარდა ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯებისა და გარდა ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმისა, სხვა შეიარაღება ჩვენ არ გაგვაჩნია და არც უნდა ვიხმაროთ. მომავალში არასოდეს აღარ უნდა გავივლოთ გულშიც კი, რომ რამენაირად სამხედრო ფორმებს მივმართოთ. ჩვენ მაქსიმალურად მშვიდობიანი გზით, ნდობის აღდგენის მიმართულებით უნდა გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები. მე არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც ჩვენ აქამდე ვიმყოფებოდით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი