logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ყველა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო თხოვნით, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს - ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და „ქართულ ოცნებას“
- +

19 ოქტომბერი. 2021. 13:40

 

„სრული მობილიზება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ჩვენი ძალიან ბევრი ამომრჩეველი უბრალოდ არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ და დარწმუნებულები იყვნენ ჩვენს გამარჯვებაში - ეს არ არის საკმარისი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მე მინდა, ყველა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო თხოვნით, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს - ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი