logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი არის პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც, ვითომ, შიმშილობს და უნდა, ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტასა თუ შიმშილობაზე
- +

19 ოქტომბერი. 2021. 13:40

 

„სააკაშვილის მიერ მოწყობილი მასკარადი შეურაცხმყოფელია. ის ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ის მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექს-პრეზიდენტს სიმულანტსა და აფერისტს უწოდებს.

 

„ისაა ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც, ვითომ, შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა, ჩვენ, ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტასა თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, არავის, ამ ქვეყანაში, არ მივცემთ პროვოკაციების მოწყობის საშუალებას. მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაჩაგრეს და აწამეს, გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. ამის მეორედ გაკეთების უფლებას ჩვენ არავის არ მივცემთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი