logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ სააკაშვილის მხარდამჭერებსაც უნდა ვესაუბროთ, რადგან ისინი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არასწორ გზაზე არიან
- +

19 ოქტომბერი. 2021. 13:54

 

„ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას - მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვიწევს უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ველაპარაკებით მთელ საზოგადოებას, ჩვენ ხალხს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, კახა კალაძე, როგორც თბილისის მოქმედი და მომავალი მერი, ასევე ყველა ამომრჩეველს ესაუბრება.

 

„ჩვენ მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებსაც უნდა ვესაუბროთ, რადგან ისინი სამწუხაროდ ჯერ კიდევ არასწორ გზაზე არიან და შეცდომაში არიან შეყვანილი. ამიტომ მეტი აქტიური კომუნიკაცია და საუბარია მათთან საჭირო იმისთვის, რომ მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე: სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის გაერთიანებაზე - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი