logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: კაცს, რომელიც იყო პრეზიდენტი, პატივი უნდა ეცა კანონისთვის და არ უნდა გადამოეკვეთა ასე ქურდულად საზღვარი
- +

20 ოქტომბერი. 2021. 19:18

 

„ჩვენ მოსახლეობას უნდა გავუფრთხილეთ და საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ: სიკეთეებზე, პროექტებსა და ახალ საქმეებზე. აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა - არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.

 

„ჩემი დავალებით შეიქმნა ის ჯგუფიც იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა რა დარჩეს პასუხგაუცემელი. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზეც, როგორც პატიმარზე, იზრუნონ. როგორც ზრუნავენ სხვა პატიმრებზე, ასევე ზრუნავენ სააკაშვილზე. არავითარი პრივილეგია არ ექნება არც ერთ პატიმარს. კაცს, რომელიც იყო პრეზიდენტი, პატივი უნდა ეცა კანონისთვის და არ უნდა გადამოეკვეთა ასე ქურდულად საზღვარი. მას თუ ჰქონდა ელემენტარული კაცობა და ვაჟკაცობა, შემოსულიყო ჩვეულებრივად, ღიად ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი