logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რუსთავის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ
- +

20 ოქტომბერი. 2021. 19:35

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავის მერობის კანდიდატს ნინო ლაცაბიძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

 

რუსთავის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო დალაქიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი.

 

პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.

 

შეხვედრები უკვე გაიმართა ოზურგეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი