logo_geo
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ თბილისელების მხარდაჭერაში
- +

28 ოქტომბერი. 2021. 20:46

 

„დარწმუნებული ვარ თბილისელების მხარდაჭერაში, ეს გამარჯვება იქნება ღირსეული, დამაჯერებელი, ისეთი, როგორიც ეკადრება თბილისელებს და სჭირდება ამ ქალაქს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„კვლევებზე არასდროს განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მქონია. ოპონენტების ნდობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია, ხალხი, საზოგადოება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები და მათი განწყობები ჩემს მიმართ. მათი განწყობები იმ პროექტების და საქმეების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში. მადლობა ამ ადამიანებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს დამოკიდებულება და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი დავაბრუნოთ ისეთი მაგარი პროექტებით, როგორიც ვაკის პარკია. ისეთი მაგარი პროექტებით, როგორიც ჭავჭავაძეა, მზიურია, კიკვიძის პარკია, როგორიც დედაენის ბაღია და ა.შ

 

რაც შეეხება მეორე ტურს, დარწმუნებული ვარ თბილისელების მხარდაჭერაში, ეს გამარჯვება იქნება ღირსეული და დამაჯერებელი, ისეთი, როგორიც ეკადრება თბილისელებს და სჭირდება ამ ქალაქს“, – განაცხადა მან.

 

კახა კალაძე „იფსოსის“ კვლევების შედეგებსაც გამოეხმაურა.

 

„ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი სისულელე, ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა. საზოგადოება კარგად ხედავს რეალობას, სიმართლეს. სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ზუგდიდი ეტყობა აერიათ ამ გაყალბებაში, ჯღაპნაში. „იფსოსის“ ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ზუგდიდის მონაცემები“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი