logo_geo
კახა კუჭავა: ნონა მამულაშვილი პარლამენტის თანამშრომლების მიმართ სამარცხვინოდ იქცევა
- +

30 ოქტომბერი. 2021. 09:43

 

 

„უნდა განვმარტო ყველასთვის, სრულად ჩემი დისკრეციაა მივცე თუ არა დეპუტატს შესვლის უფლება. ნონა მამულაშვილი იქცევა სამარცხვინოდ პარლამენტის თანამშრომლების მიმართ, სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ ვაპირებ დავუშვა, ჩემი გადაწყვეტილებაა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დეპუტატ ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ უშვებენ.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ აწვდის მას სიას, თუ ვინ შევა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში და ამ სიის მიხედვით ხდება უფლების დაშვება.

 

„ნაციონალურ მოძრაობის“ არც ერთ წევრზე შეზღუდვა არ მქონია, ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით მათთან არის, მაწვდიან სიას და ამ სიის მიხედვით ვახდენ მათზე უფლების დაშვებას, ნონა მამულაშვილი ამ სიაში არ წერია და თუ შიდა რაღაც დაპირისპირება აქვთ, ეს მათი პრობლემაა, მე არ მადარდებს, ნონა მამულაშვილთან რაც მაქვს პრობლემა ეს არის, როცა მოდის პარლამენტში და თანამშრომლებს, თავის თანაშემწესთან ერთად წარმოუდგენელი სიტყვებით აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი აზრით, სამარცხვინოა, დეპუტატისგან მსგავსი საქციელი, მით უმეტეს იქ, სადაც მუშაობს. დეპუტატებისგან ერთმანეთზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე კრიტიკა ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია, სამწუხაროდ, შევეგუეთ შეურაცხყოფასაც, მაგრამ როცა თანამშრომლებზე გადადიხარ, არ დავუშვებ, სანამ არ მოუხდის მათ ბოდიშს. მივიდეს და მოუბოდიშოს ის საქციელი, მან და მისმა თანაშემწემ, რაც იკადრეს. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ შევა და ვინ არა, ჩემთან მოდის განცხადება, მე ვაძლევ უფლებას და ვუშვებ. აქვე უნდა განვმარტო ყველასთვის, სრულად ჩემი დისკრეციაა მივცე თუ არა დეპუტატს შესვლის უფლება, მე იმიტომ არა, რომ კახა კუჭავა ვარ, ეს არის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ასე იყო მანამდეც, ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც. ნონა მამულაშვილი იქცევა სამარცხვინოდ პარლამენტის თანამშრომლების მიმართ, სანამ ბოდიშს არ მოიხდის, არ ვაპირებ დავუშვა, ჩემი გადაწყვეტილებაა“-განაცხადა კუჭავამ.

 

 

 

big_banner
არქივი