logo_geo
კახა კუჭავა: ხმა მივეცი კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში
- +

30 ოქტომბერი. 2021. 09:49

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა კახა კალაძეს მისცა.

 

„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი, რომ ალტერნატივა არ აქვს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და იმის გათვალისწინებითაც, თუ რას აპირებს კახა მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, - განაცხადა კუჭავამ.

 

მისივე განმარტებით, თუ ვის მისცა ხმა, ამის დაკონკრეტება დარღვევა არ არის.

 

„დარღვევა არ არის ჩემ არჩევანზე საუბარი, მე არასდროს მომიწოდებია სხვამ რა გააკეთოს, ყველას ვურჩევდი რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. მე არც ვმალავ, ეს ჩემი არჩევანია და ვამბობ კიდეც“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

big_banner
არქივი