logo_geo
კახა კალაძე: ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია
- +

30 ოქტომბერი. 2021. 09:51

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია.

 

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ. ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია. კარგად ვხედავთ, მეორე მხარეს რა დგას და რა განსხვავებაა ჩვენს და მათ შორის. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები მეორე ტური იმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი