logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ დღეს ხმა უნდა მივცეთ იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ და ფუნდამენტურ ღირებულებებს
- +

30 ოქტომბერი. 2021. 11:36

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი, საბურთალოს მე-5 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა მისცა იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ და ფუნდამენტურ ღირებულებებს.

 

„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულება არის ადამიანისა და საკუთრების უფლება. ჩვენ დღეს ხმა უნდა მივცეთ იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ და ფუნდამენტურ ღირებულებებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

big_banner
არქივი