logo_geo
პრემიერი უკრაინელ ჟურნალისტს: პირველ ყოვლისა, გირჩევდით, რომ მეტად მოამზადოთ, გამოწვრთნათ საკუთარი თავი, რომ კითხები სწორად დასვათ
- +

30 ოქტომბერი. 2021. 12:44

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მედიის კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო ჟურნალისტი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინულ ტელეარხს წარმოადგენდა. „ვინ აიღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის სუიციდზე?“ - იკითხა მან, რაზეც პრემიერმა განაცხადა:

 

„პირველ ყოვლისა, გირჩევდით, რომ მეტად მოამზადოთ, გამოწვრთნათ საკუთარი თავი, რომ კითხები სწორად დასვათ, ეს ერთი. მეორე - პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობას. სააკაშვილი არაა პრივილეგირებული. კანონი დაცული უნდა იყოს და ყველა ჩვენგანმა, ამ ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ, მას პატივი უნდა სცეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

big_banner
არქივი