logo_geo
რას აღიარებს გიგა ბოკერია?
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:31



დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ხელი შეუშალოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას.


„თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონთან დაკავშირებული ცვლილებები დაებლოკა. ეს მოხდა წარმატებულად, რადგან მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის. ძალიან ცუდია, რომ ქვეყნისთვის საზიანო ინიციატივაზე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა უარს არ ამბობს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


მისივე თქმით, არ შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს აღნიშნულ კანონში ცვლილებების განხორციელებას საქართველოს ევროპული პარტნიორები ავალდებულებენ.


„შეიძლება, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ნაწილს ჰქონდეს ათასგვარი მოსაზრება, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ეროვნული ინტერესებით და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ასეთი ცვლილების მიღებას ასოცირების ხელშეკრულება არ გვავალდებულებს, ხოლო სხვადასხვა მოსაზრება ჩვენს ევროპEლ პარტნიორებს უნდა შევაცვლევინოთ, როცა ეს ჩვენს ინტერესებში შედის. აღნიშნულ კანონს აქვს სერიოზული დატვირთვა იმ მრავალწლიანი დაპირისპირების ფარგლებში, რომელიც ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან გვაქვს. თუ ჩვენ ვაპირებთ, ყველა საკითხთან დაკავშირებით, ყოველგვარი ხეირის გარეშე ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ჩვენი ფუნდამენტური სამართლებრივი პოზიციები დავთმოთ, ეს საზიანო იქნება. ეს არ არის ახირება, არის პრინციპული პოზიცია - უმრავლესობის შიგნითაც ნაწილი ხვდებოდა ამას", - აღნიშნა ბოკერიამ.




 

big_banner
არქივი