logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია მარცხს შეეგუოს!
- +

30 ოქტომბერი. 2021. 22:46

 

 

`ოპოზიცია ყველა უბანზე ეცდება რაღაცის გაფუჭებას. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს აქტივისტებს, მომხრეებს, რომ არ აყვნენ მათ პროვოკაციებს”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

ცემა-ტყეპა და რაღაცები არ დაგვემართოს, ეს ძალიან ცუდი იქნება. ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ ამ სიგიჟეებს თავი დაანებონ. ხომ შეიძლება, რომ მარცხს შეეგუონ კაცები კაცურად, ადამიანურად. ყველა შეეგუოს ამ მარცხს და თქვან, კი ბატონო, დავმარცხდით. მათი მოგონილი მცირე დარღვევების გარდა, მე დარწმუნებული ვარ, არ იქნება. მე ხომ ვიცი რა დავალებები მიდის ჩვენს წარმომადგენლებთან, ჩვენს აქტივისტებთან. რა დარღვევებზეა ლაპარაკი, როდესაც ვავალებთ, რომ სივრცე არ დატოვონ პროვოკაციისთვის, რომ არავის ჰქონდეს სალაპარაკო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი