logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში წააგო ყველაფერი
- +

31 ოქტომბერი. 2021. 01:29

 

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში წააგო ყველაფერი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

 

კობახიძის თქმით, უკვე დათვლილია მონაცემები ოლქების უმრავლესობაში.

 

„გაცნობთ ოქმების ოფიციალურ მონაცემებს – თბილისში არის უკვე დათვლილი 645 უბანი, დაახლოებით 100 უბანია მხოლოდ დარჩენილი და ამ ეტაპზე შედეგი არის – კახა კალაძე 55,6%, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ხმით აქვს მოგებული კახას კალაძეს. უპირატესობა არის ძალიან დიდი.

 

თელავი – 42 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება, უკვე დათვლილია 57,6%, თელავშიც დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული ლევან ანდრიაშვილს. თიანეთი – 12 უბანია დათვლილი, აქაც მონაცემები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება – 59%-ზე მეტი აქვს ჩვენს კანდიდატს. რუსთავი – 50 უბანია დათვლილი, დაახლოებით ორი მესამედი უბნების და შედეგი არის 53,6%. აქაც გამორიცხულია პრაქტიკულად რაიმე არსებითი ცვლილებები უკვე შედეგებში. ქარელი – 30 უბანია დათვლილი, თითქმის დასრულებულია დათვლა, 58,4 %. ხაშურში – ანალოგიურად 45 უბანია და 59% აქვს ჩვენი კანდიდატს. ცაგერი – 38 უბანი, თითქმის დასრულებულია აქაც დათვლა – 64,3%. ბაღდათში დასრულებულია ასევე ხმების დათვლა – 31 უბანი 60,6%. წყალტუბო – 48 უბანია დათვლილი, 58% – აქაც რაიმე ცვლილება არის გამორიცხული, გამარჯვებულია ჩვენი კანდიდატი. ქუთაისი – ორი უბანია დარჩენილი, 122 უბანია დათვლილი, შედეგი გახლავთ 51,8%, ანუ იოსებ ხახალეიშვილიც არის გამარჯვებული ქუთაისში. ოზურგეთი – 55 უბანია დათვლილი, შედეგი – 56,3%, ანუ ავთანდილ თალაკვაძეც არის გამარჯვებული, უკვე შეიძლება, თამამად ითქვას ოზურგეთში. სენაკი – 15 უბანია დათვლილი, 56,3% აქვს ჩვენს კანდიდატს, ანუ აქაც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა.

 

მარტვილი ანალოგიურად – 35 უბანია დათვლილი, თითქმის სრულდება 52,9%, აქაც შედეგი არის გადაწყვეტილი. ხობი – 32 უბანია დათვლილი 57,4%, ჩვენი კანდიდატი აქაც დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. პრაქტიკულად, უკვე მოგებული აქვს ზუგდიდი – 96 უბანია დათვლილი, დარჩენილია 12 უბანი, შედეგი არის 52,1% პრაქტიკულად აქაც შეუძლებელია რაიმე ცვლილება. გამარჯვებულია წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხაში გვაქვს 18 უბანი დათვლილი, 12 არის დარჩენილი, შედეგი არის ამ ეტაპზე 50, 7%. ჩხოროწყუ – 30 უბანია დათვლილი 53,6%, აქაც რაიმე არსებითი ცვლილება არის გამორიცხული. ფოთი – 33 უბანია დათვლილი, 57,3%, ანუ გამარჯვებულია ბექა ვაჭარაძე ფოთშიც, შეიძლება ითქვას. ბათუმში – 62 უბანია დათვლილი, ანუ ორი მესამედი 52,2% აქაც რაიმე ცვლილება არის გამორიცხული. ანუ ამ შემთხვევაშიც, არჩილ ჩიქოვანმა შეიძლება, უკვე ითქვას, რომ გაიმარჯვა ბათუმის მუნიციპალიტეტში და ასევე ხელვაჩაურში 46 უბანია დათვლილი 55,8 %, თქვენ ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის დამაჯერებელი და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით რა თქმა უნდა ხალხს, ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის.

 

ჩვენ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმი, სადაც მოვიგეთ, ავიღეთ 47%, შემდეგ გამოგვიცხადეს ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტური, სადაც ავიღეთ ბევრად უფრო მეტი, ალბათ დაახლოებით 55% წაგებული არიან, როგორც რეფერენდუმის პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში წააგეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი