logo_geo
დევი ტაბიძე: მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება
- +

3 ნოემბერი. 2021. 14:15

 

 

 

დევი ტაბიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება. ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ძალიან საგანგაშოა.

 

„ამ რიცხვებმა მოსახლეობას უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან „თამაში“ და „ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც კიდევ რომელ ახალ შტამს წამოიღებს, არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და ისინი უკვე გადაიკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

 

ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 ათას ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

 

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ტემპით ქვეყანა ვერ მიაღწევს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანს.

 

„თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. დღეს მოსახლეობას ემუქრება კორონავირუსისგან გენოციდი, კორონა-გენოციდი, ეს მე ვახსენე ზუსტად ერთი წლის წინ და დღეს კიდევ ეს ყველაფერი გამოვლინდა. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი