logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს!
- +

3 ნოემბერი. 2021. 22:01

 

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი უცვლელია - არა და არასოდეს!“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

 

big_banner
არქივი