ამ დროისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერია შეკრებილი, სიმშვიდეა. აქციის მონაწილეებთან, პერიოდულად, პარტიის ლიდერები კონკრეტული დირექტივების მისაცემად მიდიან. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაა. რამდენიმე წუთის წინ მათ ნიკა მელია შეუერთდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის ჯებირები დადგეს.
აქციის მონაწილეთა სამომავლო გეგმა ცნობილია - ისინი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.