logo_geo
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რატი ბრეგაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქცია-მსვლელობით, იუსტიციის სამინისტროსთან მიდიან
- +

9 ნოემბერი. 2021. 10:05

 

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქცია-მსვლელობით, იუსტიციის სამინისტროსთან მიდიან.

 

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებებს აანონსებენ.

 

აქცია, რომელიც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა, გუშინ ერთი საათით გვიან დაიწყო და მალევე დაიშალა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხმაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ქმედებამ გამოიწვია, როდესაც ის მთავრობის კანცელარიასთან წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რასაც სამართალდამცველები შეეწინააღმდეგნენ. ინციდენტში მონაწილეობდა ნიკა მელიაც.

 

 

 

big_banner
არქივი