logo_geo
რასა იუკნევიჩიანე: მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს, გადახედოს მის გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს შიმშილობა
- +

11 ნოემბერი. 2021. 00:27

 

 

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო მიხეილ სააკაშვილს, გადახედოს მის გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს შიმშილობა. აშკარაა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობამ იმატა. ვხედავთ რომ ხალხია გაყოფილი, პოლიტიკური პარტიები დაპირისპირებულები არიან, გაზრდილია პოლარიზაცია, ტემპერატურა მაღალია“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა.

 

„ქვეყანამ უნდა იპოვოს გამოსავალი სიმშვიდისთვის სასარგებლოდ, კრიზისიდან დასაღწევად და წინ წასასვლელად. ერთადერთი გზა არის დიალოგი ქვეყნის მომავალზე. დიალოგიც გვესმის რომ ორივე მხარის გადაწყვეტილება უნდა იყოს და პასუხისმგებლობაც ორივე მხარემ უნდა აიღოს. ორივემ უნდა გაიგოს, რომ ვინ იქნება ხელისუფლებაში ამაზე კი არ არის საუბარი, სად იქნება საქართველო მომავალში, საქართველოს სტრატეგიული მომავალი - ეს არის მნიშვნელოვანი და ამისათვის აუცილებელია ევროპული მიდგომა ანუ განსხვავებული პოზიციების მქონე პარტიებს შორის მოლაპარაკებები. ჩვენ გვჯერა რომ ყოველთვის არის სივრცე დიალოგისთვის. გვესმის ისიც რომ სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტა შეიძლება რთული იყოს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი