logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა და ზელენსკიმ სააკაშვილის საკითხი განიხილეს – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
- +

12 ნოემბერი. 2021. 11:45

 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტიმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშოირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.

 

როგორც ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი უნდა იყოს სრულად გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”.

 

ასევე, “პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების გამოყენების დაუშვებლობას.”

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა “მიხეილ სააკაშვილთან მისი დედის და ახლობლებისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე”.

 

უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე სთხოვა იყოს განხილული, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების შესვლის შესაძლებლობა.

 

“უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი