logo_geo
მამუკა მდინარაძე: რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა, რომელიც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს?!
- +

15 ნოემბერი. 2021. 21:09

 

 

„ჯერჯერობით ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რის გამოც სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.  მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არაერთი პროფილის მედპერსონალი ზრუნავს.

 

„დღეს გვესმოდა განცხადებები: გადაიყვანეთ საავადმყოფოში - ის საავადმყოფოშია, გადაიყვანეთ მულტიფუნქციურ კლინიკაში - ის მულტიფუნქციურ კლინიკაშია. ისე ხმოვანდება ოპოზიციის მიერ ფეიკი მესიჯები, თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა რომელიც არ ეწევა დღეს პატიმარ სააკაშვილს?!

დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, მის ჯანმრთელობაზე არაერთი პროფილის მედპერსონალი ზრუნავს. სხვადასხვა ბრიგადიდან მივლინებულები არიან ექიმები, რომლებიც არიან სხვადასხვა პროფილის. შესაბამისად, თუკი რაიმე სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება სააკაშვილს, მას გაეწევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი