logo_geo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, მათ შეიძლება ადამიანების სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ
- +

19 ნოემბერი. 2021. 14:23

 

„როდესაც საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, ასეთ დროს არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ შეიძლება ადამიანების სიცოცხლე დადგეს რისკის ქვეშ და ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ, რადგან ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

 

„თქვენ გახსოვთ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ პოლიტიკურმა ძალამ, როდესაც მათი რეჟიმი ბატონობდა 9 წლის განმავლობაში. ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, მათ შეიძლება ადამიანების სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ ამის საშუალება მათ არ მივცეთ, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც შესაბამისი უწყებები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას და იმსჯელებენ საკითხზე, რა თქმა უნდა, ორივე მოსაზრება იქნება გათვალისწინებული - სამედიცინო მოსაზრებები და უსაფრთოხების მოსაზრებები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი