logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი მელიას: თქვენი ბრალდება თეა წულუკიანზე და თადუმაძეზე სიცრუეა!
- +

28 ნოემბერი. 2016. 21:07



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკანორ მელიას ბალდებას პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს, თეა წულუკიანი და შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლაში მონაწილეობდნენ. კვირიკაშვილი მისი გუნდის წევრების „სისუფთავეში" დარწმუნებულია და აღნიშნა, რომ მელიას „ბრალდება თეა წულუკიანზე და შალვა თადუმაძეზე აბსოლუტური სიცრუეა!"


„თქვენ ბრალი დასდეთ მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსს. ეს არის აბსოლუტური სიცრუე, არავითარი ზეწოლა მათი მხრიდან არ ხორციელდება. თუ რამე ასეთს აქვს ადგილი, მე მოვუწოდებ ყველას, რომ განაცხადოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში ამ მიმართულებით.

 

საერთოდ ბატონო ნიკა (მელია)  მინდა ვთქვა, თქვენი სტილი, რომ თან ადამიანს უთხრათ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, ეს ყველანაირი ეთიკის წრიდან არის  გასული.  2 დღეა ვაკვირდები ამ თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება, და თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს „ნაციონალური მოძრაობა", სწორედ ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის, დავუშვათ რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. საინტერესოა,  თქვენი აზრით, როგორ მოიქცეოდა არანომინალური პრემიერ-მინისტრი? ალბათ ამის მაგალითები წარსულში არაერთი გვქონია, სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ა.შ. თქვენ თუ ამისი მოთხოვნა გაქვთ დღეს, მინდა  გაგაწბილოთ, არ იქნება ეს საქართველოში აღარასოდეს და ამას ვერავინ ვეღარ ნახავს, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, დღეს მადლობა ღმერთს, რომ ამის პრაქტიკა აღარ არის საქართველოში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner big_banner
არქივი