logo_geo
ანრი ოხანაშვილი: ის, ვინც კანონს არღვევს, მოუწევს პასუხისმგებლობის აღებაც
- +

25 ნოემბერი. 2021. 22:16

 

 

„ვიდრე შეიკრიბება ახალი საკრებულო, უფლებამოსილებას ახორციელებს ის საკრებულო, რომელიც მანამდე იყო არჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ფუნქცია, ყველა ის სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ჰქონდა, მათ შორის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი, მას შეუძლია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მათ სრული უფლება აქვთ, დაეყრდნონ კანონმდებლობას და ამის მიხედვით მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. სწორედ ეს არის ამ შემთხვევაშიც. თუ რაიმეს ვინმე არ ეთანხმება, ეს შეუძლიათ სამართლებრივი გზებით იდავონ, პოლიტიკურად შევიდნენ დებატებში და აქედან გამომდინარე, ყველაფერს გაეცემა პასუხს.

 

ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლის მიდგომა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შევიდნენ არა შინაარსობრივ განხილვაში, მსჯელობაში, არამედ სიტყვიერ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზარდონ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, ეს არის არაჯანსაღი. ის, ვინც კანონს არღვევს, მოუწევს პასუხისმგებლობის აღებაც. თუმცა ამ შემთხვევაში, თუკი რაიმეს არ ეთანხმები ეს უნდა დაასაბუთო, თუ ვერ ასაბუთებ, მაშინ აღარ უნდა შეხვიდე ამ პოლემიკაში და ეს ხალხი, ერთი რომ კანონის საფუძველზე მოქმედებს, მეორე ოპოზიცია ვერ დებს არგუმენტს სამართლებრივს, რაზე დაყრდნობითაც შეედავებიან და ამისდა მიუხედავად, ისინი ცდილობენ ასეთი დესტრუქციის გზით სცადონ პროცესების წაყვანა, ეს სამწუხაროა. სამართლებრივი საფუძველი არსებობს და მათ მოუწვეთ, რომ ამ სამართლებრივ რეალობას შეეგუონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი