logo_geo
ალეკო ელისაშვილი: არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!
- +

29 ნოემბერი. 2021. 12:32

 

 

„ნებისმიერ ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს, რანაირი სასამართლო იქნება, სხვა ამბავია, მაგრამ არ შეიძლება, რომ ადამიანი სხდომას არ დაესწროს. დღეს პირველი სხდომაა და ამიტომ არის აჟიოტაჟი“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

 

„არ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. რა ბრალიც აქვს წარდგენილი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანაში ხომ შემოიპარა? საზღვარი ხომ უკანონოდ გადმოკვეთა, ეს ხომ კანონის დარღვევაა, მით უმეტეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სულ მცირე ამის გამო ბრალი ხომ უნდა წარედგინოს და პასუხი აგოს? რას ჰქვია, რომელიმე ქვეყანაში შევიპარო, ამის უფლებას ვინ მოგვცემს? აბა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიპარო და თქვა, პოლიტიკური მართლმსაჯულება არისო. საქართველოს მოქმედი წევრი დღისით, მზისით რომ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და სიკვდილამდე მიყვანილი კაცი პარლამენტიდან რომ გარიცხეს, ამას პასუხი არ უნდა გასცეს? ეს არ იცოდა სააკაშვილმა? რა თქმა უნდოდა და მისი ბრძანება იყო გაცემული. ამის გამო პასუხი უნდა აგოს ისევე, როგორც სხვა საქმეებზე. ხელისუფლება რომ შეიცვლება, „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე უნდა აგოს პასუხი, რასაც აშავებს. ფარცხალაძე იქნება თუ სხვა, ამას უნდა მივეჩვიოთ. ცოდვა-მადლი ურმით დადის და სააკაშვილმა რა სასამართლოც შექმნა და მურუსიძე-ჩინჩალაძეები სასამართლოში თავზე რომ დაგვასვა, ეს ყველაფერი დაუბრუნდა და წამოეწია. ის ხალხი ასამართლებს, ესეც არ მახარებს. სასამართლო სასამართლოს უნდა ჰგავდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი