logo_geo
გელა ზედელაშვილი: გეუბნებით, შექმენით შემოლაწუნების სამინისტრო!
- +

28 ნოემბერი. 2016. 21:42


 

„ნაციონალების" სტრატეგია: დააბრალე ყველაფერი, დაე იმართლონ თავი მუდმივად!

 

რა უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ ამ სტრატეგიას? რასაკვირველია, იგივე - სასწრაფოდ უნდა შეიქმნას შემოლაწუნების სამინისტრო რამდენიმე დეპარტამენტით. მაგალითად, წარსულის ამოქექვის დეპარტამენტი, წარსულის შეხსენების დეპარტამენტი, „იდი ნა ხუი"-ს დეპარტამენტი, ფეხებზე დაკიდების დეპარტამენტი, წამოძახების დეპარტამენტი და ასე შემდეგ.

 

აბა, ახლა მთავრობის წევრებმა თუ მელიებისა და ძველი ბიჭების ბრალდებებს შეალიეს კიდევ 4 წელიწადი, დავიღუპეთ და ეგაა!

 

გეუბნებით, შექმენით შემოლაწუნების სამინისტრო, დამნიშნეთ ხელმძღვანელად და ერთ კვირაში ისე გავუხდი საქმეს, თავიანთი ჩრდილებისა შეეშინდებათ!

 

გელა ზედელაშვილი


 

წყარო:  expressinfo.ge

 

 

big_banner
არქივი