logo_geo
სააკაშვილის მორიგი სიგიჟე!
- +

3 დეკემბერი. 2021. 23:35

 

„დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ – ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს?“ – ასე პასუხობს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომელსაც დღეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გააკეთა.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მან სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართა, ისაუბრა იმაზე თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრა სულოვსმა. მისივე თქმით, ის მუდმივად დარჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას.

 

„დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ “რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა “რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

 

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი