logo_geo
კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის რიგით მეოთხე სესია ეროვნულ სასახლეში
- +

6 დეკემბერი. 2021. 18:03

 

 

 9-10  დეკემბერს, 14:00 -16:00 საათზე, ეროვნული სასახლეში გაიმართება კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის რიგით მეოთხე  სესია.

 

 

პროექტის  ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს წაუკითხონ ინტერაქციული ლექციებს და გაუზიარონ მათი გამოცდილებას კულტურის სფეროში.

 

კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის ფარგლებში მოწვეული სტუმრები მეოთხე სესიის ფარგლებში  ისაუბრებენ მსოფლიოში არსებული გამოწვევების შესახებ,  რა გავლენა იქონია პანდემიამ კულტურის სფეროში. თემა: ,,კულტურის დიპლომატი და პანდემია“.  შეხვედრაზე განხილული იქნება  პანდემიის დროს  განხორციელებული  პროექტები, როგორ მიმდინარეობდა.  ასევე, რა სიახლეები და პროექტები იგეგმება სამომავლოდ 2022 წელს კულტურის სფეროში. 

 

 

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩატარდება, მონაწილე ახალგაზრდებს ექნებათ  საშუალება  დასვან მათთვის  საინტერესო კითხვები და მიიღონ  ამომწურავი პასუხები.

 

 

კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული  აკადემია 2018 წელს ეროვნული სასახლის, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ევროპის  კულტურის პარლამენტის, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდისა ”კავკასია” და მოძრაობა ,,ევროპის სულისთვის“  მხარდაჭერით  ჩამოყალიბდა.

 

 

კულტურული დიპლომატია,  წარმოადგენს იდეების, ინფორმაციის, ხელოვნების და კულტურის სხვა ასპექტების გაცვლას მოქალაქეებსა და ქვეყნებს შორის, რათა ხელი შეეწყოს ორმხრივ ურთიერთგაგებას. ხოლო საქართველო, როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, მის საზღვრებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს  შორის დიალოგის ხელშეწყობის განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგას.

 

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ღონისძიება უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დისტანციურად ZOOM პლატფორმის საშუალებით გაიმართება. 

 

 

 პარალელურად ასევე  გაიმართება:

 

  

 

9 დეკემბერს, 11:00 - 15:30 საათზე,  ეროვნულ სასახლეში გაიმართება  რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია - „არაფორმალური განათლების გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოსა და თბილისის სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

კონფერენციის მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არაფორმალური განათლების  სახელმწიფო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით.

 

 

კონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი სასწავლო მიმართულებებისა და ტენდენციების გაცნობა, მუდმივი კონტაქტი ცენტრალურ ხელისუფლებასა თუ ადგილობრივ თვითმმართველობებთან.

 

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ღონისძიება უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დისტანციურად ZOOM პლატფორმის საშუალებით გაიმართება. 

 

 

big_banner
არქივი