logo_geo
ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა
- +

15 დეკემბერი. 2021. 03:00

 

 

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა.

 

„დაშოშმინება პუტინის მხრიდან მხოლოდ უფრო მეტ მუქარასა და შანტაჟს იწვევს. საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ახლა ისევ უკრაინა. დასავლეთი კვლავ დანებდება პუტინის მუქარას? ამ ქვეყნების მომავლის მსხვერპლად მოტანა დაუშვებელია! უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა!“ - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

მისი თქმით, პუტინი, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს.

 

„მზად ვართ, დავნებდეთ კრემლის მუქარებსა და შანტაჟს საქართველოსა და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ მორიგი ნაბიჯები პუტინის დაშოშმინების სტრატეგიაში? 2008 წელს პუტინის დასამშვიდებლად ნატომ გადაწყეტილება მიიღო, არ მიეწვია ალიანსში საქართველო და უკრაინა. ზუსტად ამიტომ გადაწყვიტა პუტინმა, რომ მას შეუძლია, ომები დაიწყოს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი