logo_geo
პრეზიდენტი: შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი, პროცესი იწყება აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:52

 

„სხვადასხვა მხრიდან მესმის წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას წარმოშობს და პროცესი შევა ჩიხში. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა - ეს ცუდად იყო გაგებული. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი,“ - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

„მოცემული რთული მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს. პირველია ​ინკლუზიურობა. დღეს ყველაფერი არის პოლარიზებული, ყველა სფერო, ყველა დარგი და ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციები ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეებთან და ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესის რომელიმე მონაკვეთში არ იქნება ჩართული, გაეცნოს შედეგებს და გაიგოს კონსულტაციების შინაარსი. ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. მესმის სხვადასხვა მხრიდან წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას წარმოშობს და პროცესი შევა ჩიხში. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა - ეს ცუდად იყო გაგებული. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. ის იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც, მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი