logo_geo
დღეს პარლამენტმა ბოლო მოსმენით უნდა გადაწყვიტოს, შევა თუ არა აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები
- +

22 დეკემბერი. 2021. 10:49

 

 

დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სესია გაიმართება, რომელზეც აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ და საბოლოოდ დაამტკიცებენ.

 

ცვლილების თანახმად, პირთა გარკვეულ წრეს ონლაინ-თამაშებზე წვდომა აღარ ექნება. 25 წლამდე მოქალაქეებს კი, ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ.

 

დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერებისა და მათი ვებგვერდებზე განთავსების აკრძალვაც. შეზღუდვები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ.

 

„აუცილებელია, რომ ონლაინ-კაზინოები რეგულაციებში მოექცნენ და დადგინდეს ზღვრული ასაკი 25 წლამდე. ასევე, შეიზღუდოს რეკლამა, რათა მივაღწიოთ მიზანს - ჩვენი ახალგაზრდები ავარიდოთ ყოველგვარ ფინანსურ და არა მხოლოდ ფინანსურ დაზიანებას“, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი