logo_geo
ზურაბ ალავიძემ ყველა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:05



2030.news-ის ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ყველა მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა.


ალავიძის ერთ-ერთი ახალი მოადგილე ირაკლი მატკავა იქნება. ირაკლი მატკავა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ეს თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის პერიოდში დატოვა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები იყვნენ თენგიზ შერგელაშვილი, ეკა სეფაშვილი და ილია დარჩიაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი