logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა
- +

24 დეკემბერი. 2021. 16:45

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა.

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მის ოჯახს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს კი კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

 

 

big_banner
არქივი