ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები გრძელდება. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შეხვდება.
როგორც ცნობილია, სააკაშვილის გუნდის წევრები ათონელის რეზიდენციაში კონკრეტული წინაპირობით მივლენ. ისინი ამბობენ, რომ ეროვნული თანხმობა სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე ვერ შედგება. პარალელურად, ამ მოთხოვნით, შიმშილს აგრძელებენ.
მმართველ გუნდში ამ პოლიტიკური პარტიის გულწრფელობის არ სჯერათ, პროცესის წარმატებას კი, მხოლოდ გულწრფელ დამოკიდებულებაში ხედავენ.