logo_geo
დავით მათიკაშვილი მარგველაშვილზე: ეს არის აყოლა იმ დესტრუქციულ, მცდარ და დეზინფორმაციულ თამაშში რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აქვს წამოწყებული
- +

28 დეკემბერი. 2021. 21:06

 

„ეს არის აყოლა იმ დესტრუქციულ, მცდარ და დეზინფორმაციულ თამაშში რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ქვეყნის პრეზიდენტობის დროსაც კი მარგველაშვილი გარკვეულწილად ვერ მალავდა სენტიმენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ასე, რომ აქ გასაკვირი არაფერია. ეს არის აყოლა იმ დესტრუქციულ, მცდარ და დეზინფორმაციულ თამაშში რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა 27 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შედგა. „გადავწყვიტოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეებია სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმე“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი