logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა
- +

10 იანვარი. 2022. 11:43

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

„ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა და რომელთა შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს ვადებში ყველა ზომა მიიღება ვითარების საბოლოოდ დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს შედეგების დაძლევა და შემდგომი განვითარების მიმართულებით სვლას ვუსურვებთ ჩვენს მოძმე ყაზახეთსა და ჩვენს ყაზახ ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიურ კორპუსი კავშირზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ.

 

 

big_banner
არქივი