logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს თავისი პარტნიორების იმედი შეუძლია ჰქონდეს
- +

12 იანვარი. 2022. 22:54

 

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება.

 

„იენს სტოლტენბერგმა დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს თავისი პარტნიორების იმედი შეუძლია ჰქონდეს, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო კომპრომისზე არ წავა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

 

„ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან თავისი ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი