logo_geo
დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებს მოუსმენენ
- +

13 იანვარი. 2022. 11:50

 

დღეს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც მომხსენებლები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები იქნებიან.

 

საუბრის ძირითადი თემა, ამერიკა-რუსეთისა და NATO-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესსა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

 

მინისტრების მოადგილეები კომიტეტების წევრების შეკითხვებსაც უპასუხებენ.

 

„ჩვენი მიზანია, შესაბამისი, კომპეტენტური უწყებების მხრიდან მოვისმინოთ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც - მათი შეფასება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებსა და აგრესორ რუსეთს შორის ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

 

 

big_banner
არქივი